გამკაცრებული რეგულაციები სასკოლო ექსკურსიებისთვის

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები სასკოლო ექსკურსიებზეც მოიხსნა. ეს ნიშნავს, რომ სასწავლო სეზონის დასრულების შემდეგ სკოლების ადმინისტრაციას გასვლითი ექსკურსიების დაგეგმვა უკვე შეუზღუდავად შეუძლიათ. თუმცა ამოქმედდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ის წესები და რეგულაციები, რომლებიც ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე გამკაცრდა. მიზეზი გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და ტრაგიკული ფაქტები იყო. გამკაცრებული წესები ტრანსპორტის ტექნიკურ უსაფრთხოებას, ბავშვების ზედამხედველობას და გეოგრაფიული არეალის შეზღუდვას ეხება.