ავტოავარიების მაღალი მაჩვენებელი

ავარიების დროს დაღუპულთა მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება.

კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, კლების ტენდენცია არ შეინიშნება. მარტო წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევებმა 93 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო წლებში საშუალოდ ავარიების მსხვერპლთა რაოდენობა წლიურად 500-ს აღწევს. ციფრებს ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ და რამდენიმე მიმართულებით რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ. განსაკუთრებული აქცენტი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების კონტროლზე კეთდება.