დაკავება დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით, 2 კგ-მდე არა დეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.