გახსნილი დანაშაული

დაკავება დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით, 2 კგ-მდე არა დეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.