რუსთავის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში ამ დრომდე სურსათის უვნებლობის სამსახური მუშაობს.
მზარეულმა საქონლის ხორცის დამუშავების დროს პროდუქტი დაბინძურებულად და საეჭვოდ მიიჩნია. სურსათის უვნებლობამ 11 კილოგრამამდე უკვე დალუქა ხორცი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე აცხადებს, იმ შემთხვრვაში, თუ ანალიზის პასუხებმა პროდუქტის უვარგისობა აჩვენა, შემოწმებული იქნება ხორცის მომწოდებელი კომპანიაც.