აფრიკის დასახლებაში წინა კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება. ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში ჩანგელიების ხუთსულიანი ოჯახი მოექცა. მიწა, რომელზეც აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სახლი აქვს აშენებული, სახელმწიფოს ეკუთვნის. ამიტომ თბილისის მერია ჩანგელიებს ნაგებობის დროულად დემონტაჟისკენ მოუწოდებს. დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ზუგდიდში სამოთახიანი ბინა აქვს გადაცემული. „მოამბე“ დაინტერესდა, ფლობს თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს იძულებით გადაადგილებული ოჯახი, რომელიც თავს ჯერ კიდევ გუშინ უსახლკაროდ აცხადებდა.