შენობა-ნაგებობების დემონტაჟი

თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ თბილისის მუნიციპალურმა სამსახურმა შვიდი უკანონო, მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი დაასრულა. ადგილზე ის პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ეს შენობები ააშენეს. მათი თქმით, გაფრთხილების შემდეგ, თბილისის მერიაში საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ მოასწრეს. დემონტაჟის პროცესს სამგორის რაიონში ხმაური და დაპირისპირება არ მოჰყოლია. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ოთხი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი კანონდამრღვევებმა თავად მოახდინეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კი, შვიდივე შენობა-ნაგებობის სრულად დემონტაჟს უზრუნველყოფს. როგორც მერიაში აცხადებენ, ნაგებობებში არავინ ცხოვრობდა.