თბილისის მერის განცხადება

კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტებს. დედაქალაქის მერის განმარტებით, მსგავს უკანონო ქმედებებს გამართლება არ აქვს, ამიტომ მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

კახა კალაძემ განმარტება სამგორის რაიონში შენობების დემონტაჟზე გააკეთა და დეტალურად ისაუბრა იმ პირების ქონებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, უკანონოდ ახდენდა.