გაფიცვის მეორე დღე - მეტროპოლიტენი არც დღეს მუშაობს
გაფიცვის მეორე დღე. თბილისის მეტროპოლიტენი არც დღეს მუშაობს. მუნიციპალური ავტობუსები კვლავ უფასოა. მემანქანეების მოთხოვნა უცვლელია – გაიზარდოს მათი ხელფასი 45 პროცენტით. ისინი გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ.