ხელფასის მომატების მოთხოვნით კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. საუბარია პირველ და მეორე ქარხანაში დასაქმებულ პირებზე. დასაქმებულების პროტესტს განცხადებით გამოეხმაურა დამსაქმებელი კომპანია. აქციის მონაწილეები ღამის გათენებას ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებენ. კომპანიის ადმინისტრაციას ხვდებიან პროფკავშირების წარმომადგენლები.
ნინო ფისაძე დეტალებით.