ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 2021 წლის არჩევნებში ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი და შეთანხმებული კანდიდატები წარმოადგინეს.
საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვახტანგ კალოიანი იბრძოლებს; „ევროპული საქართველოდან“ მერობისთვის კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი კირთაძე. ბათუმის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან სამში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასახელდნენ. თითო-თითო ოლქში კი პარტია „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოსა“ და პარტია „ელენე ხოშტარია – დროას“ შეთანხმებული კანდიდატები. დოკუმენტს ხელს ათზე მეტი სუბიექტი აწერს.