ვახტანგ კალოიანის ბრიფინგი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში რთული მდგომარეობის ფონზე, აცრებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება აუცილებელია. კალოიანი მოსახლეობას არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია ერთადერთი გზაა კოვიდპანდემიის დასამარცხებლად.