ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ელენე ხოშტარია შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის. „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. პაციენტი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ რჩება, რადგან ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხეები ისევ არსებობს.