ელენე ხოშტარიას მიმართვა

მე-12 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. ვახტანგ კალოიანის თქმით, სურვილი იქნება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პარტია „დროას“ ლიდერი კლინიკაში გადაიყვანონ. რაც შეეხება თავად ხოშტარიას, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ექიმთა კონსილიუმს მოუწოდებს, ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლისა და მკურნალობის პროცესში.