კანდიდატის წარდგენა

ლანჩხუთში გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა მერობის კანდიდატად ლია მუხაშავრია დაასახელა. პრეზენტაციაზე გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი, დანარჩენი კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები წარადგინეს. მერობის კანდიდატმა მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობის აღორძინება და ინვესტორების მოძიება დაასახელა.