ბრიფინგი ოპოზიციური პარტიის ოფისში

ფოთში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. საკითხი წინასაარჩევნოდ ზეწოლის ფაქტს ეხებოდა. პოლიტიკური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მიერ მალთაყვა 2-ში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა კანდიდატმა, გელა მექვაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამ ფაქტს ზეწოლას უკავშირებენ. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ისინი რჩებიან ერთიანები და გააგრძელებენ ფოთში გიგი უგულავას მხარდაჭერას.

 

დატოვე კომენტარი