ვახტანგ კალოიანის საარჩევნო კამპანია 

ბათუმში, ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მან სპეციალურად დაგეგმილ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და მოუწოდა პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომ მოახდინონ დროული რეაგირება. კალოიანი ამბობს, რომ  მუნიციპალური საწარმოს ტრანსპორტი, აღჭურვილობა, სკამები, პერსონალი ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ოპოზიციის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ასეთი ფაქტები ხშირია.