„გაერთიანებული ოპოზიციის“ განცხადება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, მორიგ განცხადებას აკეთებს „გაერთიანებული ოპოზიცია“.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებამ კომპანია რეიდერულად ჩაიგდო ხელში, რაც აფერხებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციის წვდომას ამომრჩეველთან. მისივე თქმით, ამ პოზიციას იზიარებს სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოებაც.

ოპოზიციას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, საკუთარი ინტერესების გამო, შეურაცხყოფა მიაყენოს ისეთ ავტორიტეტულ ორგანოებს, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა.