უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს გმობს გაერო-ს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება შეიძლება იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა.
ამასთან, გაერო-ს სპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, გაერო-ს გენერალური მდივანი არ დაიშურებს ძალისხმევას, უზრუნველყოს უკრაინული და რუსული საკვების, სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა. მისივე თქმით, შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს გავლენა მხოლოდ უკრაინაზე არ აქვს.