ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიისას დაშავებულებმა თელავის ჰოსპიტალი დატოვეს

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულმა პაციენტებმა თელავის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე დატოვეს.

ექიმების განცხადებით, ბოლო პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ გაეწერა. მას ქვედა კიდურების დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუსაბამო არ იყო, შესაბამისად, ექიმებმა ერთდღიანი დაკვირვების შემდეგ სახლში გაწერეს.

„მოამბის“ ჟურნალისტი სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთი დაშავებულის ახლობლებს გაესაუბრა.