ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი-ომალოს გზაზე

თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 35-ე კილომეტრზე, მაღალი გამავლობის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანაში მძღოლი და მგზავრი იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრი შუახნის კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები.