ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მექანიზმი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ოპოზიცია არ აპირებს ჩაერთოს ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის შესახებ ახალი კანონის მომზადებაში. მმართველი გუნდის ინიციატივას ოპონენტები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტის შინაარსის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ საფრთხე რეალურია და ამას კონკრეტული კვლევებიც ადასტურებს. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ინიციატივას პრევენციული მიზანი ექნება.