ინიციატივა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის რეგულაციაზე

პარლამენტი ხმაურიანი განხილვებისთვის ემზადება.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული რეზონანსული კანონპროექტის ინიცირებას ელოდება. სამუშაო ვერსია ჯერ არ არსებობს. „ქართული ოცნება“ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის არგუმენტით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას ორ კვირაში აპირებს და ოპონენტებს საკუთარი წინადადებების წარდგენისკენ მოუწოდებს. საკუთარ პოზიციას მმართველი პარტია ლგბტ პროპაგანდის გახშირებით და საერთაშორისო კვლევებით ამყარებს და სერიოზულ საფრთხეებზე მიუთითებს. პროპაგნდისგან დაცვა თუ ადამიანის უფლებების დარღვევა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა – საპარლამენტო უმრავლესობის გეგმას საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ცალკეული ოპონენტებისთვის ხელისუფლების ინიციატივა ფარისევლობა და რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობაა. თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ინიციატივაზე საუბარს თავს არიდებს და ზოგადი განცხადებებით იფარგლება.