საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

მმართველ გუნდს კრიტიკის მოსმენა უწევს კიდევ ერთი ინიციატივის გამო.

ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებულ კანონპროექტზე საყოველთაო სახალხო განხილვები იწყება. თუმცა მანამდე ჯერ შესაბამისი კომისია უნდა შეიქმნას. ხელისუფლების შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი კომისიის მუშაობაში და შესაბამისად, განხილვებში დიდი ალბათობით არ ჩაერთვება. საფრთხეები, რომლითაც მმართველი პარტია ახალი ინიციატივის მომზადებას ასაბუთებს, ოპონენტებისთვის ხელოვნურად შექმნილია. როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის ზღვარის დაცვას პროექტით, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებსა და არაჰეტეროსექსუალებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს – საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.