ინიციატივა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის რეგულაციაზე

როგორი იქნება „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა უნდა დაარეგულიროს – თემაზე განცხადებები დღეს პარტიის თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა გააკეთეს. მათი განცხადებით, საქართველოს ჰყავს კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, რასაც სწორი გააზრება და დაცვა სჭირდება.

ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებული პროპაგანდა ახლა ბავშვებზე მიმდინარეობს. ფსევდოლიბერალური პროპაგანდისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის არგუმენტით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას მმართველი პარტია ორ კვირაში აპირებს.