ინიციატივა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის რეგულაციაზე

„ქართული ოცნება“ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს, სავარაუდოდ, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მოამზადებს. ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე თანხმდებიან მმართველი გუნდის შეთავაზებას, რომ პროექტის შემუშავებაში ჩაერთონ და საკუთარი წინადადებები წარადგინონ.

ახალი კანონპროექტით, ხელისუფლებამ საზოგადოება ლგბტ პროპაგანდისგან უნდა დაიცვას, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ჩაიწერება და რა სახის აკრძალვები ჩაიდება პროექტში. ასევე უცნობია, სად გაივლება ზღვარი ლგბტ პირების უფლებებსა და პროპაგანდას შორის. საკანონმდებლო ინიციატივას მმართველი პარტია პარლამენტში, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარადგენს.