ინიციატივა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის აკრძალვის შესახებ

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეზონანსული კანონპროექტის განხილვაში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ჩაერთვება.

ინიციატივის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვას და პროპაგანდას შორის – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლებამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მოტივით ახალი კანონის მომზადება გადაწყვიტა და ოპონენტებს დისკუსიაში ჩართვასთან ერთად საკუთარი წინადადებების წარდგენისკენ მოუწოდა. მმართველ გუნდში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა საკანონმდებლო მექანიზმებით ესახებათ დასახელებული საფრთხეების პრევენცია, განსაკუთრებული აქცენტი მოზარდებზე კეთდება. ოპოზიციურ ფლანგზე რეაქციები ნეგატიურია. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გარდა ოპოზიციის დიდი ნაწილი ინიციატივის მიმართ კრიტიკულ შეფასებებს ერიდება და ზოგადი განცხადებებით იფარგლება.