ამ წუთებში ვაშინგტონში მარშალის ფონდში „ფრიდომ ჰაუსის“ 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია იმართება.
დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხი 0.07 %-ით გაუარესდა, შტატებში მოქმედ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს თავად კვლევის ავტორი წარუდგენს. როგორც ნეით ერკანმა პრეზენტაციის დაწყებამდე პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ანგარიშს საქართველოში კრიტიკა მოჰყვა, ნორმალურია, ვინაიდან დოკუმენტი ინფორმაციის სერიოზულ წყაროს წარმოადგენს და სახელმწიფოები მას სერიოზულად ეკიდებიან.