შუალედური ანგარიში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, საქართველოს „ღია საზოგადოების ფონდთან“ ერთად შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით, „საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში – სცენარები საქართველოსთვის“ დოკუმენტში თავმოყრილია ექსპერტების მოსაზრებები და მიმდინარე მოვლენების ანალიზი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლო სცენარებს უკავშირდება. დოკუმენტში ორ სცენარზეა საუბარი. თითოეული მოიცავს შესაძლებლობებს და რისკებს. დღევანდელ პრეზენტაციაზე, დისკუსიის დროს დაფიქსირებული პოზიციები, დასკვნით ანგარიშშიც აისახება, რომელიც პირველ ნოემბერს გასაჯაროვდება.