„ფრიდომ ჰაუსის“ განცხადება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა.  მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისი, საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პლურალიზმისა და ნდობის გაძლიერებას გამოიწვევს. ეს მიღწევა ასევე ასახავს საქართველოს საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს, რომლებიც რეფორმირების მოთხოვნით, მრავალთვიან წარმატებულ კამპანიას აწარმოებდნენ” – ვკითხულობთ „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის განცხადებაში.