„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში და შეფასებები

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ანგარიშში.

„ფრიდომ ჰაუსი“ დემოკრატიის მდგომარეობის შემფასებელ დოკუმენტში ჩვენს ქვეყანას 100-დან 35 ქულას ანიჭებს. მიმოხილულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ხანგრძლივი მედიაცია, სასამართლო სფერო, 5-6 ივლისის მოვლენები, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული სიტუაცია. ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით დემოკრატიის ხარისხის ქულა, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის რეიტინგი მცირედით დაკლებულია. კრიტიკულ შეფასებებს მმართველი გუნდი არ იზიარებს, დოკუმენტში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებული ნაწილის გამო „ქართული ოცნება“ რეაგირებას გეგმავს.