პროექტის პრეზენტაცია

თბილისის ურბანული ტყის აღდგენის პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს. ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საკვლევი არეალი 700 ჰექტარს შეადგენს. ტერიტორია კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს მოიცავს. პროექტის მიზანი დასასვენებელი ადგილების, საპიკნიკე ადგილების და სპორტული ბილიკების მოწყობაა. თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ბანკი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარეობს.