„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში

არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“, ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც  კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენაზეა საუბარი. „დემოკრატია კარანტინში“ – ასე ჰქვია კვლევას, რომელშიც 192 ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა შესწავლილი, მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე პერიოდში. დოკუმენტის მიხედვით, ვირუსის გავრცელების შემდეგ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, მდგომარეობა 80 ქვეყანაში გაუარესდა.  რაც ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, ოპონენტების გაჩუმებაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დასუსტებასა ან დახურვაში აისახება. ანგარიშში საქართველო  იმ 111 ქვეყანას შორის არის, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა პანდემიის შემდეგ არ შეცვლილა.

„ფრიდომ ჰაუსი“ – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს გლობალურად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის პოპულარობა ოქტომბრის არჩევნების წინ