საქართველო კანადელი ფოტოხელოვანის ობიექტივში.
თბილისში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები სკოტ ბოისის გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია საქართველოსთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გადაღებულ ნამუშევრებს აერთიანებს. კოლექციაში თავმოყრილი ფოტოებით ავტორს ადამიანის ბუნებასთან კავშირის გადმოცემა სურს.
გალერეა „ვანდაში“ წარმოდგენილი გამოფენა მხოლოდ ნაწილია იმ ნამუშევრებისა, რომელსაც კანადელი ფოტოგრაფი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში ქმნიდა. ექსპოზიციის ნახვა 26 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.