მარიამ ლაფერაშვილის პერსონალური გამოფენა

გალერეა „ოპიზარი“ მარიამ ლაფერაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, დამსწრე საზოგადოებისთვის კი რამდენიმე მათგანი გათამაშდება. მარიამ ლაფერაშვილის ნახატები 150 საუკეთესო მხატვართა კატალოგშია შესული.