გამოფენა გალერეა „უნივერსში“

15:26, 19.03.2024

საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსში“ ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სივრცით კომპოზიციაში შესრულებული 130-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ამავდროულად, გამოფენის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი