პერსონალური გამოფენა გალერეაში „იარტი“

19:56, 16.06.2024

მხატვარ თორნიკე ტყემალაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „მებრძოლი სული“ საქართველოს ისტორიის თემაზე შექმნილი 30-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებში ისტორიის ამსახველი საბრძოლო სცენები და პორტრეტებია გადმოცემული. ავტორის თითოეული კომპოზიცია საქართველოს ისტორიის კონკრეტულ მოვლენას და ეპიზოდს ასახავს. გამოფენა 19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი