ფორუმი საგადასახადო თანამშრომლობის საკითხებზე

საქართველო, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, მაღალი რანგის რეგიონალურ შეხვედრებს მასპინძლობს. შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა გახსნა, მან იმედი გამოთქვა, რომ ორდღიანი ფორუმი, რეგიონში საგადასახადო სფეროში არსებული საერთო მიდგომების შემუშავებას შეუწყობს ხელს. ფორუმში მონაწილეობას 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკების და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა შინაარსის პანელის გამართვა და დისკუსიებია დაგეგმილი. გარდა ამისა, მონაწილეები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.