ფორუმი ხანდაზმულთა საჭიროების საკითხებზე

ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე – ამ სახელწოდების ფორუმი გაიხსნა თბილისში. განიხილეს დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში იკვეთება. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თუ რა კეთდება აღნიშნული მიმართულებით. მიზანი საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღების კიდევ უფრო გააქტიურება იყო. დისკუსიის მონაწილეებმა შეიმუშავეს არსებული პრობლემების გადაჭრის მიმართულებები.