„სარტყლისა და გზის“ ფორუმი ჩინეთში

პეკინში ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოთქვა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის მიმართ და უფრო ფართო ევრაზიულ ფორმატში თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააკეთა მოწოდება.

ფორუმი წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.