სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმი

სამხრეთ კავკასიის რეგიონული დიალოგის ფორუმს უმასპინძლა დღეს საქართველომ. ღონისძიების მთავარი თემა იყო – „სამხრეთ კავკასია – როგორც რეგიონების დამაკავშირებელი რეგიონი“. ფორუმზე სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზე, დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და რეგიონის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ღონისძიებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. რეგიონული დიალოგის ფორუმს ასევე შეუერთდნენ ახალგაზრდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ფორუმი ორგანიზაცია LINKS Europe-ის ორგანიზებითა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.