თუ კი სკოლაში ძალადობას აქვს ადგილი, ესე იგი მიმდინარეობს რაღაც ძალიან ცუდი, ღრმა და მნიშვნელოვანი პროცესი და ეს იმის სიმპტომია, რომ სკოლა დასახურია, – ეს არის არგენტინელი პროფესორის, ორი სკოლის დამაარსებლის, ველია ბიანკოს სიტყვები.
როგორია იდეალური სკოლა? სასკოლო განათლების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად ფინური მოდელი მიიჩნევა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა უსაფრთხო სკოლის თემა და დღის წესრიგში დააყენა ფინური სკოლის, როგორც ზრუნვაზე ორიენტირებული სისტემის ნიმუში.