მანდატურების დისტანციური გადამზადება

ახალი სასწავლო სეზონიდან, სკოლების ნაწილში ახალი სტანდარტებით გადამზადებული მანდატურები იმუშავებენ.

გადამზადების პროგრამა უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ნაწილია. მანდატურებმა შესაბამისი კურსები ჯერ დისტანციურად გაიარეს, ახლა კი ტესტირების პროცესი მიმდინარეობს.

მანდატურების ფუნქციების ზრდა და მათ კვაიფიკაციის ამაღლება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სტატისტიკამ სკოლებში ძალადობრივი ფაქტების მზარდი ტენდენცია აჩვენა. გარდა იმისა, რომ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ახალი ფუნქციებით აღიჭურვებიან, სასწავლო დაწესებულებებში მანდატურების რაოდენობაც გაიზრდება. ისინი კონკურსის წესით შეირჩევიან.