ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

ვაშინგტონში ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმ თანამემამულეებს შეხვდნენ, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ მსოფლიო ბანკის სისტემაში.

ქართული დელეგაციის წევრებმა მათ გააცნეს ქვეყანაში უკვე განხორციელებული და 2018 წელს დაგეგმილი რეფორმები.

ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების  შემდეგ, ფინანსთა მინისტრი მორიგი შეხვედრას უკვე ნიუ-იორკში გამართავს.