ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს

ხმაურიანი აღმოჩნდა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენა.

ლაშა ხუციშვილი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. ყველაზე მეტი შეკითხვა ლარის კურსზე, სოციალური ფონის გაუარესებასა და გაზრდილ ფასებზე დაისვა. ოპონენტებმა უწყების პირველი პირი არასწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, როგორ დაიწევს საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და შემცირდება თუ არა ადმინისტრაციული ხარჯები. მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის შემცირებას ფინანსთა მინისტრი მეორე კვარტლიდან ვარაუდობს. მისი პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტური იყო საგარეო ვალთან დაკავშირებითაც.