საქართველოში შემოტანილი წამლების ნაწილი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ორჯერ, სამჯერ და უფრო მეტჯერ ძვირი ღირს. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ფასებს საკანონმდებლო დონეზე არეგულიერებენ და რამდენიმე დონეზე აკონტროლებენ, საბაჟო პუნქტთან დაფიქსირებულ მედიკამენტის ფასსა და საცალო ფასს შორის დასაშვები განსხვავება 40-45%-ია. ანუ ამ მაჩვენებლის ზემოთ კომპანიას ფასნამატის დაწესება აღარ შეუძლია. სურათი რადიკალურად გასხვავებულია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, სადაც მედიკამენტების ფასები მხოლოდ რეალიზატორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
სოფო ზედელაშვილი არკვევდა, გეგმავს თუ არა სახელმწიფო უკონტროლო ფასებზე კონტროლის მექანიზმების დაწესებას.