ფასნამატი და იდენტური ფასები ფარმაცევტულ ქსელებში

დაპირისპირების ახალი ფაზა ჯანდაცვის სამინისტროსა და მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.

დავის მიზეზი კვლავ წამლების ფასებია. აზარაშვილის უწყება აფთიაქების ნაწილს მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირებაში ადანაშაულებს. სამინისტროს გათვლებით, ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატებს დასაშვებზე 30-ჯერ უფრო ძვირად ყიდიან. მონიტორინგის შედეგები უწყებამ უკვე გადაუგზავნა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და მისგან რეაგირებას ელოდება. ჯერ უცნობია, დაიწყებს თუ არა მაკონტროლებელი უწყება სავარაუდო კარტელურ გარიგებებზე მოკვლევას. მანამდე კი ბრალდების სავარაუდო ადრესატები ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში სდებენ ბრალს.