მედიკამენტების ფასები და ჯანდაცვის სამინისტროს რეაქცია

სავარაუდო არაკეთილსინდისიერი ქმედების პირველი ფაქტები აფთიაქებში.

ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი განცხადების შემდეგ კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული დაბალფასიანი წამლების ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს და ევროპული მედიკამენტების ფასებს გაუთანაბრეს. საუბარია მსხვილ ფარმაცევტულ ქსელებზე. რამდენიმე პრეპარატზე ფასების მკვეთრად ზრდა და ჯანდაცვის უწყების განცხადების შემდეგ მათი ძველ ნიშნულზე დაბრუნება „მოამბემაც“ დააფიქსირა. დამატებით ეჭვებს აღძრავს თურქეთიდან შემოტანილი წამლების ფასებზე ფარმაცევტული ქსელების წარმომადგენელთა ურთიერთგამომრიცხავი კომენტარებიც. დარღვევების დადასტურების შემთხვევაში აფთიაქებს სოლიდური ჯარიმები ემუქრებათ.