პრემიერ-მინისტრის დავალება მინისტრებს

მაღალი ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა გამყარებული ლარის პირობებში მოსახლეობას რატომ უწევს სხვადასხვა პროდუქტში მაღალი და ხშირად 100 %-იანი ფასნამატის გადახდა. მთავრობის მეთაურმა ფაქტს მიუღებელი უწოდა და საკითხის შესწავლა მინისტრებსა და შესაბამის სამსახურებს დაავალა. პროცესში ჩაერთვებიან დისტრიბუტორებიც, მოკვლევის შედეგად საერთაშორისო, საბითუმო და საიმპორტო ფასების შესწავლა მოხდება და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გამოსავალი მოიძებნება. პრემიერმა ქვეყანაში საწვავზე არსებული ფასნამატიც გააკრიტიკა და შესაბამის სამსახურებს ამ საკითხის მოგვარებაც დაავალა.