ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ

ჯანდაცვის სამინისტროსა და ოთხ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას შორის დავა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს.

კონკურენციის სააგენტოს ცხრათვიანი კვლევის შემდეგ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება. აზარაშვილის უწყების მიმართვის შემდეგ დაწყებული მოკვლევის შედეგები მძიმეა. „ავერსს“, „პეესპეს“, „გეფას“ და „მერმისს“ კარტერულ გარიგებას და კონკურენციის კანონის დარღვევას ედავებიან. სააგენტომ დაასკვნა, რომ ოთხივე კომპანია სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით გასაცემ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს ხელოვნურად ზრდიდა, შედეგად კი სამინისტროს წლიური ლიმიტი იწურებოდა, რის გამოც ონკოპაციენტების ნაწილი წამლების გარეშე რჩებოდა. საუბარია 42 დასახელების მედიკამენტზე. ფარმაცევტული კომპანიები რამდენიმე მილიონი ლარით დააჯარიმეს. ადრესატები ბრალდებას არ იღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ნაწილზე ფასების რამდენჯერმე ხელოვნურად მატების ეჭვი ჯერ კიდევ თვეების წინ გაუჩნდა, რაც მოკვლევის დაწყების მიზეზი გახდა.